ნაკვალები

დინოზავრის ნაკვალევი. როგორც ცნობილია საქართველოში პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი მოდგმის “ჰომო ერექტუსის” (გამართული ადამიანი) ჩონჩხის ნაწილები, რომლის ასაკი ორ მილიონ წელს აღწევს. ფრანგმა ანთროპოლოგებმა ჩონჩხის მიხედვით აღადგინეს მათი პირვანდელი სახე. ქართველებმა მათ სიყვარულით შეარქვეს ქართული სახელები: ქალს - მზია, კაცს - ზეზვა. მზია და ზეზვა ევრაზიის უძველესი მოსახლენი არიან.
საქართველოს ტერიტორია, კერძოთ ქუთაისის მიმდებარე ტყე (სათაფლიის ნაკრძალი) ასევე საყვარელი ადგილი ყოფილა დინოზავრებისთვისაც. სწორედ ამ დინოზავრების ერთი ჯგუფის ნაკვალევია აღმოჩენილი აღნიშნულ ნაკრძალში. დინოზავრების ნაკვალევმა მშვენივრად გაუძლა მილიონიანი წლების ჟამთა სვლას. ნაკვალების სიღმე ნათელ წარმოდგენას იძლევა ამ ცხოველების მასშტაბზე.
სათაფლიის ნაკრძალში ახლახან დამთავრდა გრანდიოზული სარესტავრაციო სამუშაოები. ტურისტებს აქ შეუძლიათ იხილონ ტყეში მოსეირნე სხვადასხვა “მარკის” დინოზავრები. დინოზავრების ნაკვალები, კარსტული მღვიმეები, დინოზავრების ფიტულებთან ერთად მნახველს გადაადგილებს დროში სულ რაღაც 60 – 100 მილიონი წლის წინ.




გვისტოს შემდეგ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ინტერესი აბაშისწყლის ხეობაში მდებარე პატარა სოფელ გაჭედილისკენაა მიმართული. თუმცა აქ აღმოჩენილ დინოზავრის ნაკვალევს მარტვილის რაიონის კიდევ ერთი სოფლის, ბალდის მკვიდრნიც იჩემებენ - ის ადგილი, სადაც ეს ნაკვალევი აღმოჩნდა, გაჭედილს კი არა, ბალდას ეკუთვნისო... მთავარი კი ის არის, რომ სათაფლიის უძველეს ქვეწარმავალთა ადგილსაპოვებელს ახალი"მეზობელი" საქართველოშივე გამოუჩნდა.

გვესაუბრება პალეონტოლოგი, პროფესორი ვიაჩესლავ ჩხიკვაძე:
 - ამ აღმოჩენის შესახებ დღეს ბევრს ლაპარაკობენ. საქართველო, ეს უკვე მერამდენედ, მსოფლიო პალეონტოლოგთა ყურადღების ცენტრში მოექცა. გამუდმებით მირეკავენ უცხოელი კოლეგები, უძველეს ქვეწარმავლთა ადგილსაპოვებლებზე"მონადირე" მეცნიერები, რომლებიც ამგვარ აღმოჩენებზე მთელი სიცოცხლე ოცნებობენ.

შეიძლება ითქვას, მარტვილში საუკუნის ადგილსაპოვებელი აღმოჩნდა, რომელიც ბუნებრივია, შემდგომ ინტენსიურ გათხრებსა და შესწავლას მოითხოვს.

ახლა კი უფრო დაწვრილებით იმის შესახებ, რაც უკვე"მოვიპოვეთ": ამ ზაფხულს, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპედიცია მუშაობდა მარტვილში. პალეონტოლოგი ვასო გაბუნია შემთხვევით გადასწყდომია დინოზავრის ნაკვალევს.


სულ მალე კი ამ უნივერსიტეტის დაზვერვითი ექსპედიცია გაემგზავრა მარტვილში. ექსპედიციაში, ვასოს თხოვნით, მეც ჩავერთე, რათა დამედასტურებინა, რომ ეს ნაკვალევი დინოზავრისა იყო. ჩვენთან ერთად სპელეოლოგი ამირან ჯამრიშვილი და კინორეჟისორი დავით გოგუაძეც მუშაობდნენ.


KvirisPalitra.Geდინოზავრების ნაკვალევი და... მოზაზავრის ხერხემლის მალები...


როგორც პალეონტოლოგი, პროფესორი ვასო გაბუნია აღნიშნავს, მის მიერ ნაპოვნ მცირე ზომის მტაცებელი დინოზავრის ნაკვალევს იქვე, სულ რამდენიმე მეტრში მეორეც მოჰყვა. უმშვენიერესი ჩანჩქერის კიდეს"ამშვენებდა" ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.

ეს ნაკვალევი პირველზე გაცილებით კარგად შემონახულა. იგი დაახლოებით ინდაურისხელა პრეისტორიულ ფრინველს ეკუთვნის ან მცირე ზომის ორფეხა დინოზავრს. აქვე აღმოჩნდა ზედა ცარცული პერიოდის ზღვის ზღარბების ნიჟარებიც, რომელთა ასაკი ჩვენს ერამდე 65-70 მლნ წელს ითვლის.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე: - ბუნებრივია, დინოზავრის ნატერფალის სიახლოვეს პალეონტოლოგი ყოველთვის მოელის სიურპრიზს. ახალაღმოჩენილ ნაკვალევთან, ულამაზესი კანიონის კედელმა თითქოს მომნუსხა. არ დავიტრაბახებ, მაგრამ ამგვარ სიტუაციებში თვალი დაგეშილი მაქვს. ამ კანიონში პატარა, ულამაზესი მდინარის მეორე ნაპირზე კირქვოვან კედელში დავინახე პრეისტორიული ქვეწარმავლის ხერხემლის მალა.

სხვათა შორის, რამდენიმე ათეული წელია საქართველოში უძველესი ქვეწარმავლის ნაშთებს ვეძებ და ვიკლევ. და აგერ, ერთბაშად ვასო გაბუნიას მიერ ნაპოვნ დინოზავრის ნაკვალევთან ერთად მეზოზოური ეპოქის ქვეწარმავლის ხერხემლის მალას ვხედავ!.. თავიდან ვასო არც მიჯერებდა, სად ხედავ აქ ძვალსო. მართლაც ადვილი როდია კირქვადქცეული ძვლის დანახვა. მე კი, როგორც კოლეგები მეუბნებიან,"მეძებრის" თვალი მაქვს. ისე, სიმართლე გითხრათ, არც კირქვადქცეული ძვლის ამოღებაა იოლი. მთელი ოთხი საათი ვმუშაობდით.


KvirisPalitra.Geცოტა რამ პირველ"ქართველ" დინოზავრებზე


მათი ნაკვალევი გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიაში. სათაფლიის ადგილსაპოვებლის შესწავლით დაიწყო თავისი მოღვაწეობა სახელგანთქმულმა პალეონტოლოგმა, აწ განსვენებულმა ლეო გაბუნიამ, რომლის 90 წლის იუბილეს ახლახან მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან გამოეხმაურნენ.

სათაფლიაში ცარცული პერიოდის დინოზავრთა მრავალი გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი. როგორც ჩანს, იქ ორი სახეობის დინოზავრი ბინადრობდა - მტაცებელი და ბალახისმჭამელი.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე: - 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში მუშაობა შემომთავაზა ილო კვანტალიანმა. ილო ამონიტების ცნობილი მკვლევარია (ამონიტები თავფეხიანი მოლუსკებია, რომლებიც
დინოზავრებთან ერთად ამოწყდნენ).

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი საყურადღებო ადგილსაპოვებელია, რომელთა შესასწავლად მეცნიერები ყოველთვის ვართ მზად...

ცოტა მეტი ყურადღება და მალე მსოფლიოს ისევ საქართველოზე ავალაპარაკებთ. ამას ხომ მარტვილის ახლანდელი აღმოჩენაც ადასტურებს.


KvirisPalitra.Ge"გვყავს" თუ არა ქართველებს მეგალოზავრიდი?

1988 წელს გეოლოგმა შალვა ჩალაურმა გუდაუთის რაიონში, მდინარე ააფსტას სათავესთან იპოვა დინოზავრის ხერხემლის ერთი ძალიან დიდი მალა. როგორც გაირკვა, ეს იყო მტაცებელი დინოზავრის (მეგალოზავრიდების ოჯახი) კუდის მეორე ან მესამე მალა. დინოზავრის ეს მალა ნაპოვნია ზედა იურულ ნალექებში. ფაქტობრივად ეს იყო დინოზავრის პირველი ძვლოვანი ნაშთის უტყუარი, დასაბუთებული მასალა, რომლის შესახებაც მომზადებული მასალა (ავტორები: აკადემიკოსები ლეო გაბუნია და გურამ მჭედლიძე, პროფესორი ვიაჩესლავ ჩხიკვაძე, ამერიკელი პროფესორი სპენსერ ლუკასი) 1998 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოს პალეონტოლოგთა შორის. აღნიშნული მალა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე:
 - საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ფოსტამ სწორედ იმ პერიოდში გამოაქვეყნა საფოსტო მარკები სხვადასხვა დინოზავრის გამოსახულებით. მხატვრობა ჩემს მეგობარსა და შეგირდს, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში სახელგანთქმულ მხატვარ-ანიმალისტ ლაშა ცხონდიას ეკუთვნის. ამ საფოსტო მარკებმა კიდევ ერთხელ აუწყეს მსოფლიოს, რომ საქართველო დინოზავრების სამშობლოცაა.

პატრონობა დინოზავრის ნაკვალევსაც სჭირდება!..
როგორც მარტვილის ექსპედიციის წევრები მიიჩნევენ, მათ არა მხოლოდ დინოზავრის ნაკვალევსა და მოზაზავრის ხერხემლის მალას მიაკვლიეს, არამედ აღმოაჩინეს მთელ კავკასიაში მეზოზოური პერიოდის პირველი უმნიშვნელოვანესი ადგილსაპოვებელი. ამ ადგილსაპოვებელს კი შემდგომი შესწავლა და პატრონობა სჭირდება. ქართველ მეცნიერებს თავიანთი უცხოელი კოლეგების დახმარების იმედიც აქვთ. 70 მილიონი წლის წინათ ხომ დინოზავრებმა"საზღვრები" არ იცოდნენ...

P.S. სანამ ჩვენი ჟურნალი დაიბეჭდებოდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაზვერვითი ექსპედიცია (პალეონტოლოგები ვიაჩესლავ ჩხიკვაძე, გიორგი მეგრელიშვილი, ენტომოლოგი ვალერი პეტროვი) წყალტუბოს ზემოთ მდებარე სოფელ ყუმისთავში იმყოფებოდა. აქ"თვალის ერთი გადავლებით" აღმოჩენილმა სხვადასხვა ჯგუფის დინოზავრის ნაკვალევთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასე რომ, ჟურნალის მომდევნო ნომერში წყალტუბოელ დინოზავრებს"გაგაცნობთ".


ნიკა ლოლუა
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

No comments:

Post a Comment